რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა - დადგენილება

საერთო კრების ოქმის ნიმუში

პროგრამაში განცხადებების მიღება დროებით შეჩერებულია

პროგრამის მიზანია

  • საქართველოში რძისა და რძის ნაწარმის წარმოების ხელშეწყობა;
  • რძის გადამმუშავებელი ინდუსტრიის ნედლი რძით უზრუნველყოფა;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფარგლებში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნედლი რძის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების შექმნა;
  • ადგილობრივი რძისა და რძის ნაწარმის ხარისხის გაუმჯობესება და კონკურენტუნარიანობის ამაღლება;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში არსებული მსხვილფეხა საქონლის ჯიშობრივი გაუმჯობესება;
  • სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება.

სააგენტოს თანადაფინანსება

  • მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებულ კოოპერატივებს შეუძლიათ მიიღონ რძის გადამმუშავებელი მანქანა-დანადგარების შესასყიდად 95%-იანი თანადაფინანსება, არაუმეტეს 150,000 ლარისა, იმ შემთხვევაში, თუ ამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა საკუთრებაში არსებული ფურების რაოდენობა ჯამურად აღემატება 50 სულს;
  • საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოქმედ სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებს შეუძლიათ, მიიღონ რძის გადამმუშავებელი მანქანა-დანადგარების შესასყიდად 90%-იანი თანადაფინანსება, არაუმეტეს 150,000 ლარისა, იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მათ მეპაიეთა საკუთრებაში არსებული ფურების/ცხვრების (ნერბი)/თხების (ნეზვი) რაოდენობა ჯამურად შეადგენს, შესაბამისად, არანაკლებ 150/1000/200 სულს;
  • პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია ასევე მიიღოს ტექნიკური დახმარება.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პირობები

პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც განაცხადის წარდგენისას აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

  • „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ან/და მის მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ან/და მათ მეპაიეებს საკუთრებაში ჯამურად ჰყავთ ფურების, ცხვრების (ნერბი) ან თხების (ნეზვი) ზემოაღნიშნული რაოდენობები, რომელიც იდენტიფიცირებულია სსიპ − „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ მიერ;
  • გააჩნიათ თანამონაწილეობის თანხა (არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი − ცნობა ბანკიდან ან/და დამტკიცებული სესხის შესახებ ცნობა ან/და დაფინანსების ალტერნატიული წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი);
  • არ გააჩნიათ საგადასახადო დავალიანება;
  • საკუთრებაში გააჩნიათ სსიპ – „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ან/და შენობა-ნაგებობა, სადაც სურს ნედლი რძის შემკრებ-გადამმუშავებელი საწარმოს მოწყობა, რომელიც სსიპ – „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
  • რეგისტრირებულია „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.
  • იმ შემთხვევაში, თუ ერთი პირი არის 2 (ორი) ან მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე, დაუშვებელია, მის საკუთრებაში არსებული ერთი და იგივე საქონელი ფიქსირდებოდეს რამდენიმე პოტენციური ბენეფიციარის განაცხადში.

შენიშვნა: განაცხადების განხილვა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ დროს ხელმისაწვდომი იქნება განაცხადით მოთხოვნილი თანადაფინანსების შესაბამისი ბიუჯეტი.

პროგრამაში მონაწილეობისთვის პოტენციური ბენეფიციარი გადის შემდეგ ეტაპებს:

ვებგვერდზე რეგისტრაცია

  • პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად პოტენციური ბენეფიციარი (კოოპერატივი) უნდა შევიდეს ვებგვერდზე www.rda.gov.ge ან www.cooperatives.rda.gov.ge, გაეცნოს პროგრამის პირობებს და რეგისტრაციის გასავლელად გადავიდეს „ავტორიზაცია/რეგისტრაციის“ გვერდზე;
  • რეგისტრაციის გვერდზე ველებში შეიყვანოს კოოპერატივისა და მისი წარმომადგენლის შესახებ მოთხოვნილი სავალდებულო ინფორმაცია;
  • პირველადი სარეგისტრაციო მონაცემების შევსების და რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერის შემდგომ კოოპერატივის წარმომადგენელი უფლებამოსილი პირი ადასტურებს, რომ გაეცნო და აცხადებს თანხმობას ვებგვერდის მოხმარების წესებსა და პროგრამის პირობებზე და აჭერს ღილაკს „თანხმობა“;
  • რეგისტრაციის მოთხოვნა ავტომატურად იგზავნება სისტემაში და პოტენციური ბენეფიციარი მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს მომხმარებლის სახელს და პაროლს, რომელსაც გამოიყენებს ვებგვერდზე საკუთარ პანელზე შესვლისთვის;
  • აღნიშნულ სისტემაში უკვე რეგისტრირებული კოოპერატივები შეძლებენ საიტზე განაცხადის გაკეთებას ხელახალი რეგისტრაციის გარეშე. პაროლის აღდგენისთვის კოოპერატივი უნდა დაუკავშირდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო სამსახურს ტელეფონის ნომერზე 1501.

განაცხადის შევსება

განაცხადის შესავსებად კოოპერატივის წარმომადგენელი/უფლებამოსილი პირი:

  • შედის ვებგვერდის მართვის საკუთარ პანელში მომხმარებლის სახელით და პაროლით, რომელიც მიიღო რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე;
  • შედის „რძის პროგრამაში“ და განაცხადის ველების შესავსებად აჭერს ღილაკს „დამატება“;
  • ავსებს განაცხადის ფორმაში ყველა სავალდებულო ველს;
  • ტვირთავს ყველა აუცილებელი დოკუმენტაციის ელექტრონულ ვერსიას (ფაილი უნდა აიტვირთოს PDF ან dejavu ფორმატში და მისი ზომა არ უნდა აღემატებოდეს 8 მბ-ს);
  • განაცხადის გაგზავნაზე დაჭერით ეცნობა საინფორმაციო ფანჯარაში გამოტანილ ტექსტს და ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ თუ პროგრამის განმახორციელებელი ნებისმიერი მხარისთვის გახდება ცნობილი ბენეფიციარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სინამდვილესთან შეუსაბამობის შესახებ, ეს შესაძლოა გახდეს თანადაფინანსებაზე უარის თქმის მიზეზი ან/და მიღებული თანადაფინანსების უკან გამოთხოვის საფუძველი;
  • გაგზავნილი განაცხადის კორექტირება დაუშვებელია;
  • იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არ არის სრულყოფილი, განაცხადს სისტემაში ენიჭება სტატუსი - უარყოფილი;
  • იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია სრულყოფილია, განაცხადს სისტემაში ენიჭება სტატუსი - დადასტურებული.

ელექტრონული განაცხადით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

  • კოოპერატივის წარმომადგენლის პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • ამონაწერი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • შედარების აქტი ან/და ცნობა სსიპ - „შემოსავლების სამსახურიდან“ დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • კოოპერატივის წევრთა რეესტრის ასლი;
  • ნოტარიულად დამოწმებული კოოპერატივის კრების ოქმი „ბენეფიციარის თანადაფინანსების შესახებ" ხელშეკრულების გაფორმებისა და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების აღების შესახებ, რომელიც აუცილებელი წესით უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა; შესაქმნელი/შესაძენი ძირითადი საშუალებების (მანქანა-დანადგარები, შენობა-ნაგებობა და სხვა) ჩამონათვალი და სააგენტოს სასარგებლოდ იპოთეკა/გირავნობით დატვირთვაზე გადაწყვეტილება;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;
  • სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ მიერ გაცემული ცნობა შენობა-ნაგებობის, მანქანა დანადგარებისა და საწარმოებელი პროდუქციის ურთიერთშესაბამისობის შესახებ;
  • კოოპერატივის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ამონაწერი სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოდან რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის შესახებ (რომელზეც ბენეფიციარი აპირებს შენობის აშენებას ან/და სადაც სურს ნედლი რძის შემკრებ-გადამმუშავებელი საწარმოს მოწყობა;
  • სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ მიერ გაცემული ცნობა, რომ შენობა-ნაგებობა, სადაც იგეგმება ინვესტიციის განხორციელება, აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
  • ბენეფიციარის თანამონაწილეობის თანხის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი − ცნობა ბანკიდან ან/და დამტკიცებული სესხის შესახებ ცნობა ან/და დაფინანსების ალტერნატიული წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი (პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 10%, მაღალმთიანი დასახლების შემთხვევაში არანაკლებ 5%);
  • საბანკო რეკვიზიტები (სადაც ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ჩაირიცხება სააგენტოს თანადაფინანსების თანხა);
  • სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მათ მეპაიეთა საკუთრებაში არსებული იდენტიფიცირებული ფურების, ცხვრების (ნერბი) ან თხების (ნეზვი) რაოდენობის შესახებ;
  • სსიპ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა წარმოდგენილი პროექტის საინვესტიციო ღირებულების საბაზრო ფასებთან შესაბამისობის შესახებ, რომელსაც აუცილებელი წესით თან უნდა ჰქონდეს დართული შესასყიდი პროდუქციის/მომსახურების ინვოის(ებ)ი ან/და ხელშეკრულება;
  • შენობის აშენების შემთხვევაში, გაცემული მშენებლობის ნებართვა.
  • სხვა დამატებითი დოკუმენტი, რომლის წარმოდგენასაც განსაზღვრავს სააგენტო.

თანადაფინანსების მიღების შემდგომ მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებები:

  • ბენეფიციარი ვალდებულია, განახორციელოს შენობა-ნაგებობის აშენება/მოწყობა/რეკონსტრუქცია, რომელშიც განთავსდება სააგენტოს დაფინანსებით შესყიდული მანქანა-დანადგარები;
  • ბენეფიციარი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში:
    1. არ დაუშვას საწარმოს შენობა-ნაგებობისა და მანქანა-დანადგარების გასხვისება, სააგენტოს წინასწარი ნებართვის გარეშე. სააგენტოს წინასწარი ნებართვის არსებობის შემთხვევაში, საწარმოს შენობა-ნაგებობისა და მანქანა-დანადგარების გასხვისება შესაძლებელია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე ამ პროგრამით გათვალისწინებული პირობებით გასხვისების შემთხვევაში;
    2. არ დაუშვას პროგრამით დადგენილი პირუტყვისა და მეპაიეთა რაოდენობის შემცირება;
    3. შეინარჩუნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი;
    4. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის (ფურების) შემთხვევაში, უზრუნველყოს ყოველწლიურად არანაკლებ 140 ტონა ნედლი (45 ტონა მაღალმთიან დასახლებაში) რძის მიღება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული შეუძლებელია ფორსმაჟორული გარემოების გამო;
    5. მიიღოს აღიარება სსიპ – „სურსათის ეროვნული სააგენტოსგან“.
  • სააგენტო დატვირთავს პროგრამის ფარგლებში შექმნილ/შეძენილ ძირითად საშუალებებს (მათ შორის, შენობა-ნაგებობებს) იპოთეკით/გირავნობით სააგენტოს სასარგებლოდ, ბენეფიციარის ვალდებულებების სრულად შესრულებამდე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევების გარდა. ამავდროულად, დასაშვებია, სააგენტოს იპოთეკა/გირავნობა იყოს რიგით მეორე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი რიგის იპოთეკარია/მოგირავნეა სესხის გამცემი ბანკი.