წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა
საქართველოს მთავრობის დადგენილება
პროგრამის ფარგლებში, პოტენციური ბენეფიციარის შევსებული განაცხადის ფორმა, სააგენტოს მიერ მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად მიიღება მატერიალური სახით, სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში საქმისწარმოების სამსახურის თანამშრომელთან ან რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული სამსახურის თანამშრომელთან.
პროგრამის მიზანი
- მესაქონლეობის განვითარების ხელშეწყობა;
- რძის გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებით ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა;
- გადამუშავებული თაფლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდა;
- წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება;
- სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მიგრაციული პროცესების შეჩერების ხელშეწყობა.
პროგრამის განმახორციელებელი :
პროგრამის განმახორციელებელია სოფლის განვითარების სააგენტო.
პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
რძის გადამამუშავებელი საწარმო
პროგრამა ითვალისწინებს:
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში აშენებული, დღიურად 2 ტონა რძის გადამუშავების სიმძლავრის მქონე რძის გადამამუშავებელი საწარმოს (მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა და საწარმოო აღჭურვილობები) გადაცემას კონკურსის წესით შერჩეული სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივისათვის მთლიანი ღირებულების 25% პროცენტად, რომელსაც კონკურსში გამარჯვებული კოოპერატივი დაფარავს 8 წლის განმავლობაში მთავრობის დადგენილებით და ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად.
საწარმოო ინფრასტრუქტურის საბაზრო ღირებულება შეადგენს 940 144 ლარს.
შენიშვნა: პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ შესყიდულ იქნება რძის (2 ტონა) მზიდი ავტომანქანა, რომლის ღირებულებაც დაემატება საწარმოს ღირებულებას და აისახება გადაცემის შემდგომ დამატებით ხელშეკრულებაში.
პროგრამაში მონაწილეობის (საკონკურსო) პირობები:
- პოტენციური ბენეფიციარი რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში;
- პოტენციური ბენეფიციარს ან/და მის მეპაიეებს ჯამურად საკუთრებაში ჰყავთ არანაკლებ 200 სული ფური და/ან დეკეული;
- პოტენციური ბენეფიციარის მეპაიეთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11-ს და ყველა მეპაიე რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში, ხოლო არანაკლებ 11 მეპაიე რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში, რომელიც მიეკუთვნება იმ ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელშიც რეგისტრირებულია პოტენციური ბენეფიციარი;
- ფური და/ან დეკეული, რომელიც პოტენციური ბენეფიციარის რამდენიმე მეპაიე კოოპერატივის საკუთრებაში ან/და მის მეპაიეთა საკუთრებაში ფიქსირდება, ჩაითვლება ერთ სულად;
- ფური და/ან დეკეული, რომელიც პოტენციური ბენეფიციარის რამდენიმე მეპაიე კოოპერატივის საკუთრებაში ან/და მის მეპაიეთა საკუთრებაში ფიქსირდება, ჩაითვლება ერთ სულად;
- პოტენციური ბენეფიციარი არ არის აღრიცხული მოვალეთა რეესტრში.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- განაცხადის ფორმა;
- უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- წევრთა რეესტრის ასლი;
- ცნობა სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოდან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და ამავე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა მფლობელობაში არსებული არანაკლებ 200 სული ფურის ან/და დეკეულის შესახებ;
- ამონაწერი სსიპ – შემოსავლების სამსახურის ელექტრონული პორტალიდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ნოტარიალურად დამოწმებული კოოპერატივის წევრთა საერთო კრების ოქმი, სადაც გამოხატულია თანხმობა პროგრამაში მონაწილეობის და პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ;
- ცნობა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;
- პოტენციური ბენეფიციარის მეპაიეთა რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი პიროვნების რეგისტრაციის ადგილის შესახებ;
- სხვა დამატებითი დოკუმენტაცია სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში.
ვალდებულებები
სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 წლის განმავლობაში ბენეფიციარი ვალდებულია :
- არ დაუშვას ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული აღჭურვილობის გასხვისება;
- არ დაუშვას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა რაოდენობის შემცირება;
- არ დაუშვას მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობის შემცირება;
- შეინარჩუნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი;
- უზრუნველყოს თანხის გადახდა დადგენილებით და ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად.
გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები
- ერთი მონაწილის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით;
- ერთზე მეტი მონაწილის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება:
- იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელსაც ეყოლება მეტი ფური/დეკეული;
- იმ შემთხვევაში თუ ფურების/დეკეულების რაოდენობა თანაბარია პრიორიტეტი მიენიჭება იმ პოტენციურ ბენეფიციარს, რომელსაც მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები მეტი მეპაიე ჰყავს;
- იმ შემთხვევაში, თუ მეპაიეთა რაოდენობაც თანაბარია, პრიორიტეტი მიენიჭება განაცხადის წარმოდგენის უადრეს თარიღს.