მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა

განაცხადის ფორმა

საერთო კრების ოქმის ნიმუში

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

თაფლის საწარმო

საქართველოს მთავრობის დადგენილება

პროგრამაში განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია 2022 წლის 27 ივნისიდან 2022 წლის 1 ოქტომბრამდე.

პროგრამის ფარგლებში, პოტენციური ბენეფიციარის შევსებული განაცხადის ფორმა, სააგენტოს მიერ მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად მიიღება მატერიალური სახით, სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში საქმისწარმოების სამსახურის თანამშრომელთან ან რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული სამსახურის თანამშრომელთან.

თაფლის გადამამუშავებელი საწარმო

პროგრამა ითვალისწინებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში აშენებული, დღიურად 2 ტონა თაფლის გადამუშავების სიმძლავრის მქონე თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს (მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობები და საწარმოო აღჭურვილობები) გადაცემას კონკურსის წესით შერჩეული სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივისათვის საბაზრო ღირებულების 30 პროცენტად, რომელსაც კონკურსში გამარჯვებული კოოპერატივი დაფარავს 8 წლის განმავლობაში მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად.

საწარმოო ინფრასტრუქტურის საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 501 938 ლარს.

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია:

  • ა) თაფლის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ინტეგრირებული სისტემების (ერთიანი საწარმოო ციკლის) შექმნის უზრუნველყოფა.
  • ბ) თაფლის კონკურენტუნარიანობის გაზრდა;
  • გ) გადამუშავებული თაფლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდა;
  • დ) თაფლის საექსპორტო პოტენციალის ზრდა;
  • ე) სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

პროგრამის განმახორციელებელი:

პროგრამის განმახორციელებელია სოფლის განვითარების სააგენტო.

პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

პროგრამაში მონაწილეობის (საკონკურსო) პირობები:

  1. განაცხადის წარდგენისას, სააგენტოსაგან არ აქვს მიღებული რეკომენდაცია საქმიანობაში ხარვეზის გამოსწორების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კოოპერატივს მსგავსი რეკომენდაცია მიღებულ აქვს და განაცხადის წარდგენამდე აღმოფხვრილი აქვს ხარვეზი;
  2. პოტენციური ბენეფიციარის მეპაიეები არიან მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომელთა საერთო რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 35 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს;
  3. პოტენციურ ბენეფიციარს ან/და მის მეპაიეებს საკუთრებაში გააჩნიათ ჯამურად არანაკლებ 7000 სკისა (ფუტკრის ოჯახით), რომელიც აღრიცხულია ან/და უნდა აღირიცხოს სააგენტოს მიერ;
  4. შენიშვნა: პოტენციური ბენეფიციარის ან/და მისი მეპაიეების საკუთრებაში არსებულ იმ სკებს, რომლებიც ნიშანდებულია ყოფილი სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ მიერ, რაზეც წარმოდგენილი იქნება შესაბამისი აუდიტორული დასკვნა, არ დაექვემდებარება სოფლის განვითარების სააგენტოს ნიშანდებას და ჩაითვლება აღრიცხულად;

  5. პრეტენდენტის თითოეულ მეპაიეს საკუთრებაში აქვს სააგენტოს მიერ აღრიცხული ან/და აღსარიცხი არანაკლებ 200 სკისა (ფუტკრის ოჯახით);
  6. არ გააჩნია მიმდინარე საგადასახადო დავალიანება;
  7. პოტენციურ ბენეფიციარ კოოპერატივში ჩამოყალიბებულია სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება არანაკლებ 5 (ხუთი) წევრისაგან;
  8. პოტენციური ბენეფიციარი კოოპერატივის გამგეობა შედგება არანაკლებ 3 (სამი) წევრისაგან, რომელთაგანაც მინიმუმ ორი წარმოადგენს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს;
  9. პოტენციური ბენეფიციარ კოოპერატივის მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა არანაკლებ 5%-ს შეადგენენ ქალები ან/და დევნილები.
  10. შენიშვნა: პოტენციური ბენეფიციარის ან/და მისი მეპაიეების საკუთრებაში არსებულ იმ სკებს, რომლებიც ნიშანდებულია ყოფილი სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ მიერ, რაზეც წარმოდგენილი იქნება შესაბამისი აუდიტორული დასკვნა, არ დაექვემდებარება სოფლის განვითარების სააგენტოს ნიშანდებას და ჩაითვლება აღრიცხულად;

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • განაცხადის ფორმა;
  • უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • პოტენციური ბენეფიციარის წევრთა რეესტრის ასლი და პოტენციური ბენეფიციარის მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრთა რეესტრის ასლები;
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორიული დასკვნა ( I-IV კატეგორია) პრეტენდენტის ან/და მის მეპაიების საკუთრებაში არსებული სააგენტოს მიერ აღრიცხული (საიდენტიფიკაციო ნომრების მითითებით) და აღსარიცხი სკების (ფუტკრის ოჯახით) რაოდენობის შესახებ;
  • შენიშვნა*: იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარის ან/და მის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული სკები არ არის აღრიცხული სააგენტოს მიერ, აღსარიცხი სკების მესაკუთრე პოტენციური ბენეფიციარი ან/და პოტენციური ბენეფიციარის მეპაიე ვალდებულია, პროგრამაში პოტენციური ბენეფიციარის მიერ განაცხადის წარდგენის შემდგომ მიმართოს ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს აღსარიცხი სკების აღრიცხვის მოთხოვნით, რის შემდგომაც სააგენტოს მხრიდან მოხდება აღნიშნული სკების აღრიცხვა/რეგისტრაცია და შესაბამისი ნიშნის დამაგრება. (დანართი N 5)

  • ამონაწერი სსიპ – შემოსავლების სამსახურის ელექტრონული პორტალიდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ნოტარიულად დამოწმებული საერთო კრების ოქმი, სადაც ასახული იქნება მეპაიეთა შეთანხმება საპაიო ფონდის მოცულობისა და საპაიო შენატანების ოდენობის შესახებ და გამოხატულია მეპაიეთა მზაობა პროგრამაში მონაწილეობის და საწარმოს გადაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების შემდგომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ;
  • პრეტენდენტის მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიე ქალთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ასლები ან/და დევნილთა სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში.
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

ვალდებულებები

სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ბენეფიციარი ვალდებულია :

  • არაუგვიანეს 18 თვის ვადაში უზრუნველყოს თაფლის საწარმოში HACCP-ის სისტემის დანერგვა;
  • 8 წლის განმავლობაში წარუდგინოს სააგენტოს წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველი მომდევნო წლის არაუგვიანეს 15 თებერვლისა;
  • 8 წლის განმავლობაში უზრუნველყოს სკების საწყისი რაოდენობის გაზრდა არანაკლებ 80% პროცენტით;
  • 8 წლის განმავლობაში არ დაუშვას მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული საწარმოო ინფრასტრუქტურის ქვეიჯარით გაცემა ან/და უფლებით დატვირთვა სააგენტოს წინასწარი თანხმობის გარეშე.

ბენეფიციარის გამოვლენის კრიტერიუმები

  1. ერთი მონაწილის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით;
  2. ერთზე მეტი მონაწილის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება: პრეტენდენტს, რომელსაც ან/და რომლის მეპაიეებსაც, წარმოდგენილი განაცხადით საკუთრებაში აქვთ უფრო მეტი სკა (ფუტკრის ოჯახი).